ბათუმის დელფინარიუმის წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციას დაცვის თანამშრომლებთან დაპირისპირება მოჰყვა

თებერვალი 13, 2023

05.02.2023. ბათუმის დელფინარიუმის წინ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩაშლის მცდელობა დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლების მიერ. აქცია ჩატარდა “Vegan Georgia-ს” და სხვა აქტივისტების მიერ, სადაც აგრეთვე დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.

თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციურად გარანტირებული კონვენციით დაცული გამოხატვის თავისუფლების უსამართლო შეზღუდვას, რაც გამოიხატა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ბანერის წართმევის მცდელობაში. ადგილზე ცხოველთა უფლებების დამცველთა მხრიდან გამოძახებულ იქნა პოლიცია, რის შემდეგაც მოხერხდა აქციის ჩატარება. აქცია გაშუქდა მედია საშუალებების მიერ.

აქციის შემდგომ აქტივისტებმა პოლიციას მივეცით ჩვენება, კანონიერი ქმედითი რეაგირების მოლოდინით.