პროტესტი და წარმოდგენა ცხოველების მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ
ივნისი 10, 2023
საქართველოში სამწუხაროდ დღემდე აღინიშნება მრავალი დღესასწაული, რომელსაც თან სდევს ცხოველთა რიტუალური მკვლელობა. ცხოველთა მსხვერპლშეწირვა არის სასტიკი, უსამართლო და ანტიქრისტიანული ქმედება, რომელსაც ნეგატიური ზეგავლენა აქვს არასრულწლოვანთა ფსიქიკასა და ეკოლოგიაზე, აღვივებს აგრესიას და ეწინააღმდეგება ცივილიზებული მსოფლიოს მოთხოვნებს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე აკრძალულია ეს სისასტიკე.
ჩვენი მოთხოვნაა აიკრძალოს ცხოველის საჯარო სივრცეში მოკვლა, მათ შორის მსხვერპლშეწირვა და სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ სადიზმის აღმოსაფხვრელად. ამ მიზნით კი, პარლამენტმა შეასრულოს აქტივისტებისათვის მიცემული პირობა, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ ინიციატივაზე სამუშაოდ.
ჩვენ ვებრძვით არა დღესასწაულსა და ტრადიციებს, არამედ-კონკრეტულ სისხლიან ტრადიციას, რომელსაც ჰყავს მსხვერპლი.