უფასო ვეგანური ჰოთ-დოგები ბათუმში

თებერვალი 13, 2023

21 იანვარს ვეგან ჯორჯიამ “Plant Based Treaty”-ს თბილისის გუნდთან თანამშრომლობით ბათუმის სანაპიროზე აქცია ჩაატარა. აქტივობის ფარგლებში განხორციელდა მცენარეული საკვები ალტერნატივების დეგუსტაცია მოსახლეობისათვის. ღონისძიების ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის Höre Bar-ს, სადაც მომზადდა Vrinda Foods-ის ვეგანური სოსისები.

ღონისძიებაზე აქტივისტებმა საზოგადოებას დაურიგეს სეიტანის ჰოთ დოგები და პოპულარიზაცია გაუწიეს იდეას, რომლის მიხედვითაც გემრიელი საკვების მირთმევა (მათ შორის სწრაფი კვება!) შესაძლებელია ცხოველებისათვის ტკივილის მიყენების გარეშე. მთლიანობაში, საზოგადოებისაგან მივიღეთ პოზიტიური უკუკავშირი – გამოკითხულთა უმრავლესობამ ვეგანური სოსისი ვერც განასხვავა ცხოველის ხორცისაგან და მცენარეული ალტერნატივა “გაცილებით გემრიელადაც” კი მიიჩნია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ აქტივობას ასეთი დადებითი შედეგი მოყვა და საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა როგორც ვეგანურ საკვებს, ასევე – ფუნდამენტურ ინფორმაციას ეთიკური კვების შესახებ.

“ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ აქტივობას ასეთი დადებითი შედეგი მოყვა და საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა როგორც ვეგანურ საკვებს, ასევე – ფუნდამენტურ ინფორმაციას ეთიკური კვების შესახებ”, აქტივისტები ამბობენ.

იყავი ცხოველების ხმა!