როგორ ჩატარდა საერთაშორისო ცხოველთა უფლებების შეკრება საქართველოში 2022 წელს

სექტემბერი 13, 2022

9-12 სექტემბერს საქართველოში ცხოველთა უფლებების მე-5 საერთაშორისო შეკრება გაიმართა და… ის წარმოუდგენელი იყო! ტრადიციულად, იგი საქართველოს ზღაპრული ბუნებაში გაიმართა.

ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ ვუმასპინძლეთ და შევხვდით ამდენი საოცარ სპიკერს, ჩავატარეთ არაერთი საინტერესო და სასარგებლო ვორკშოპი, გავცვალეთ ერთმანეთის საკონტაქტო ინფორმაცია და ერთამენთს გავუზიარეთ სიყვარული, სოლიდარობა, იმედი, თავდადება და დასახული მიზნების მიღწევა.

წელს გვყავდა მრავალი განსხვავებული ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტივისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ყაზახეთიდან, ისრაელიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და რა თქმა უნდა –  საქართველოდან. ჩვენ შევისწავლეთ საჯარო გამოსვლის ხელოვნება, რაც უმნიშვნელოვანესია ცხოველთა უფლებების ყველა აქტივისტისთვის, ვისაც სურს იყოს დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია აუდიტორიასთან ურთიერთობისას; ჩვენ სიღრმისეულად მიმოვიხილეთ ცხოველთა უფლებების მოძრაობის ისტორია საქართველოში; ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეუძლია მდგრადი მცენარეული საკვების სისტემებს ებრძოლოს კლიმატის კრიზისს და გავაანალიზეთ კრეატიულობის კონცეფციის გამოყენება ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივობებში.

ისეთი მნიშვნელოვანი და ეფექტური კამპანიების მიმოხილვამ, როგორიცაა – ბუნებრივი ბეწვის საწინააღმდეგო კამპანიიდან დაწყებული, მცენარეებზე დაფუძნებული კვების უზარმაზარ პროექტებით დამთავრებული;  ქვეყანაში და ქალაქში ცხოველთა უფლებების საზოგადოების ორგანიზებიდან დაწყებული, ეფექტური და მდგრადი აქტივიზმის ფსიქოლოგიური ასპექტების დისკუსიით დამთავრებული – ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი გამოცდილება, რომელმაც ყველა მონაწილეს შემატა ენთუზიაზმი და შთაგონება.

ჩვენ ასევე დიდი სიხარულით მივულოცეთ ჩვენს კოლეგებს ის წარმატება, რომელსაც მიაღწიეს საკუთარ ქვეყნებში – ცირკში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვა სომხეთში, ცხოველთა დაცვის კანონისთვის ბრძოლაში გამარჯვება ყაზახეთში და სისხლის სამართლის კოდექსში ცხოველთა მიმართ სისასტიკის დანაშაულად ცნობა უზბეკეთში.
ძირითადი სემინარების გარდა, ჩვენ ასევე გვქონდა რამდენიმე აქტივობა, რომელიც ეძღვნებოდა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რაც აქტივისტებისთვის გადამწყვეტია იმისთვის, რომ ვიყოთ ენერგიული იმ ხანგრძლივი ბრძოლისათვის, რომელშიც მუდმივად ვართ ჩართულები. განტვირთვისათვის, გამთენიისას ვვარჯიშობდით იოგას ურეკის მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე, საღამოს კი სამკურნალო მასაჟს ვატარებდით კოცონის გარშემო, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო  დასვენებისათვის.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ყოველ თქვენგანს და კიდევ ბევრ ახალ და შესანიშნავ ადამიანს ვიხილავთ თურქეთში, სადაც ჩვენი თურქი კოლეგები გეგმავენ მომავალ IARG-ს მასპინძლობას. ჩვენ უკვე მოუთმენლად ველით მომავალ წელს!