IARG 2024 გაიმართება თურქეთში 3-5 სექტემბერს

ივლისი 9, 2024

“ვეგან ჯორჯია“ და “Univeg“ https://www.instagram.com/univeg.tr/ სიამაყით გაცნობებთ, რომ ცხოველთა უფლებების საერთაშორისო შეკრება (IARG) 2024 ჩატარდება თურქეთში 3-5 სექტემბერს!

ეს იქნება ამ ტიპის მე-7 საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან აქტივისტების შეკრებას.

IARG-ის მიზანია აქტივისტებისათვის საჭირო უნარების განვითარება და ცოდნის გაღრმავება. ასევე, თანამშრომლობისა და კოორდინაციის წახალისება და გაუმჯობესება ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის მთელი მსოფლიო მასშტაბით, რათა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ გლობალური მოძრაობა, რომელიც იბრძვის ცხოველთა ჩაგვრის წინააღმდეგ და თანაგრძნობისა და პატივისცემის იდეის გასავრცელებლად.

ჩვენ გვექნება არაერთი ინფორმაციული ლექცია, პრაქტიკული და საინტერესო ვორქშოპები, რომლებიც დაგვეხმარება ცხოველთა უფლებების უფრო ეფექტურ დაცვაში! და რა თქმა უნდა, გვექნება შესანიშნავი შესაძლებლობა გავატაროთ რამდენიმე დღე იმ ადამიანებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთანაც საერთო იდეა გვაერთიანებს.

წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი, ისევე როგორც 2023 წელს, იქნება გასაოცარი ,,Vegan Çiftlik” (https://veganciftlik.org). ეს არის ფერმა ვეგანური და ეკოლოგიური აგრიკულტურით, რომელიც ზრუნავს, არ მიადგეს ზიანი ნიადაგს და ხალხს, რომელიც ტერიტორიაზე ცხოვრობს. ფერმის დამაარსებლები ცხოვრობენ დაახლოებით 200 ქათამთან, იხვებთან, ბატებთან, ინდაურებთან, ძაღლებთან და ცნობილ ვირთან ერთად.

თუ გსურთ IARG-ში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ შეავსოთ მითითებული ფორმა და დაელოდოთ რეგისტრაციის დადასტურებას თქვენს ელ.ფოსტაზე: https://forms.gle/n945v6W4RxMceF9o9