მეცნიერები და აქტივისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აცხადებენ, რომ ცხოველები არ არიან ადამიანის გასართობად შექმნილი კლოუნები, განსაკუთრებით იმ ყველაზე პრიმიტიული გზებით, რომლებიც ცირკში გამოიყენება. არცერთი ცხოველი არ იბადება იმისათვის, რომ იყოს იაფფასიანი მსახიობი დაბალპროფილურ შოუში. არცერთი ცხოველი, განსაკუთრებით კი ველური ცხოველი, არ გააკეთებს საცირკო ილეთებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეშინია მოსალდნელი სასჯელის, რაც შესაძლოა გამოხატულ იქნეს ფიზიკურ ძალადობასა ან საკვების გარეშე დატოვებაში. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ცირკი შესაძლოა მართლაც იყოს საინტერესო, სათავგადასავლო და გასართობი ხელოვნების დარგი, როდესაც ის კონცენტრირებული იქნება ადამიანის უნარებსა და ნიჭზე. ეჭვგარეშეა, რომ ცირკის ინდუსტრია დიდ განვითარებას ჰპოვებს, თუ კი მასში ცხოველების მონაწილეობა შეწყდება.