ზოოპარკების მხარდამჭერები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ისინი ვითომდა გადაშენებულ სახეობებს ეხმარებიან, მაგრამ სინამდვილეში, ერთადერთი რამ, რაც მათ სურთ, არის ბაზარზე ფულის გამომუშავება გადაშენების პირას მყოფი ცხოველების მეშვეობით. მომხრეების თქმით, ცხოველების ზოოპარკში ყოლა ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს. მაგრამ რისი სწავლა შეუძლიათ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს, გალიაში გამომწყვდეული ველური ცხოველისაგან, რომელიც განიცდის მუდმივ ტანჯვას და ცხოვრობს აბსოლიტურად არაბუნებრივ პირობებში ? ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო გამოცდილებას და პროგრესულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ყველა ზოოპარკი უნდა გადაკეთდეს თავშესაფრად: ამ გზით შევძლებთ დავეხმაროთ ასაკოვან და ავადმყოფ ცხოველებს, რათა მათ თავიანთი სიცოცხლე კომფორტულ პირობებში დაასრულონ, ახალგაზრდა ცხოველებისთვის კი მოხდეს რეაბილიტაცია, მათი სამომავლოდ ველურ ბუნებაში დაბრუნების მიზნით.