დელფინარიუმი არის ციხე უდანაშაულოთათვის !

დელფინები იტანჯებიან მენტალურად და ფიზიკურად ტყვეობაში !

ველურ გარემოში დელფინები ყოველდღიურად 100კმ-მდე ცურავენ.

ტყვეობაში კი ისინი ნაადრევად იღუპებიან მიღებული სტრესის გამო. 

ქლორი და სპილენძის სულფატი, რომელიც გამოიყენება სისუფთავისთვის, იწვევს დელფინების კანის ატყავებას და ზოგჯერ – დაბრმავებას.

კვლევების მიხედვით, აკვარიუმების 90%-ში ცხოველები მენტალურად ნელ-ნელა გიჟდებიან მიღებული სტრესის გამო.

დელფინარიუმი ანადგურებს ოჯახებს.

მათ არ ადარდებთ ცხოველების კეთილდღეობა.

კომერციული მიზნით ხდება მათი იძულებითი განშორება ოჯახისა და საცხოვრებელი გარემოსგან.

პროცესი არის ძალადობრივი როგორც ფიზიკურად, ისე – მენტალურად.

დელფინარიუმები არ არის საგანმანათლებლო.

ისინი აგზავნიან არასწორ გზავნილს, რომ მისაღებია მარტოსული ცხოველების ყოლა ტყვეობაში, მშობლიური სახლებიდან შორს – ადამიანების გასართობად.

დელფინარიუმში ვიზიტი არის ცხოველებზე ძალადობის მხარდაჭერა და დაფინანსება.

ნუ დადგები ძალადობის მხარეს!

ბოიკოტი დელფინარიუმს!