ჩვენ, როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტებს, მუდმივად გვახსოვს ის ფაქტი, რომ ადამიანები ცხოველების 99,9%-ს მსოფლიოში საკვების მიღების მიზნით კლავენ.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების, მედიისა და ხელისუფლების ცნობიერების ამაღლება მცენარეული კვების სარგებლიანობის; მეორე მხრივ კი – ცხოველური საკვების სისტემის საშინელი გავლენის შესახებ გარემოსა და ეკონომიკაზე. აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის მიწოდება იმ წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობების შესახებ, რომელიც სახელმწიფოს შესაძლოა გაუჩნდეს ქვეყანაში ცხოველური პროდუქტების მოხმარების შეწყვეტის, ან თუნდაც – შემცირების გზით.

ადამიანს საკვებ რაციონში არ სჭირდება არანაირი ცხოველური პროდუქტები, თუ კი მისი რაციონი იქნება დაბალანსებული ყველა ნუტრიციულად საჭირო ელემენტით.

მრავალი კვლევა, სამეცნიერო ფილმი და წიგნი ამტკიცებს საპირისპიროსაც კი – სათანადო მცენარეული კვება ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობისა და მისი ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებას გაცილებით მეტად, ვიდრე ეს ტოქსიკურ ცხოველურ პროდუქტებს შეუძლიათ.