ველურ გარემოში დელფინები ყოველდღიურად 100კმ-მდე ცურავენ.
ტყვეობაში კი ისინი ნაადრევად იღუპებიან მიღებული სტრესის გამო.
ქლორი და სპილენძის სულფატი, რომელიც გამოიყენება სისუფთავისთვის, იწვევს დელფინების კანის ატყავებას და ზოგჯერ – დაბრმავებას.
კვლევების მიხედვით, აკვარიუმების 90%-ში ცხოველები მენტალურად ნელ-ნელა გიჟდებიან მიღებული სტრესის გამო.
დელფინარიუმი ანადგურებს ოჯახებს.
მათ არ ადარდებთ ცხოველების კეთილდღეობა.
კომერციული მიზნით ხდება მათი იძულებითი განშორება ოჯახისა და საცხოვრებელი გარემოსგან.
პროცესი არის ძალადობრივი როგორც ფიზიკურად, ისე – მენტალურად.
დელფინარიუმები არ არის საგანმანათლებლო.
ისინი აგზავნიან არასწორ გზავნილს, რომ მისაღებია მარტოსული ცხოველების ყოლა ტყვეობაში, მშობლიური სახლებიდან შორს – ადამიანების გასართობად.
დელფინარიუმში ვიზიტი არის ცხოველებზე ძალადობის მხარდაჭერა და დაფინანსება.
ნუ დადგები ძალადობის მხარეს!