Vegan Georgia მოხარულია სიამაყით გაცნობოთ, რომ წარმატებით დავიწყეთ „მომავლის საკვების“ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მცენარეული საკვების დანერგვას უნივერსიტეტების სასადილოების მენიუში.
ღონისძიება გაიმართა ეკო კლუბის სესიაზე თბილისის სამედიცინო აკადემიაში, ამ საოცარი ჯგუფის აქტივისტების წყალობით. Vegan Georgia-ს აქტივისტებმა კამპანიის მიზნებისა და უპირატესობებების შესახებ პრეზენტაცია გამართეს, რასაც დამსწრე საზოგადოება სტუმართმოყვარეობითა და სიხარულით შეხვდა.
ჩვენ ძნელად წარმოვიდგენდით, რომ კამპანია თავიდანვე ასეთი პროდუქტიული იქნებოდა და მოუთმენლად ველით საქართველოში არსებული ყველა სახის დაწესებულებაში მცენარეული მენიუს პოპულარიზაციას, დანერგვას, განვითარებასა და შენარჩუნებას.
დამსწრეებსა და უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენლებს გავუმასპინძლდით Vegan Georgia-ს მზარეულებისაგან დამზადებული უგემრიელესი სოიო-კარტოფილის ღვეზელებით და საოცარი ტორტებით Sweet Vegan-ისგან.
განსაკუთრებული მადლობა @Rishu Shah-ს თბილისის სამედიცინო აკადემიის ეკო კლუბთან ერთად ღონისძიების ორგანიზებისთვის!
ფოტო: Hoshimi Sakai (Plant Based Treaty Georgia) 🌍✨🌺.