საუნივერსიტეტო კაფეტერიებზე ორიენტირებული კამპანიის “მომავლის საკვების” ძალიან აქტიური ეტაპი სულ ახლახან დაიწყო და უკვე ვგრძნობთ, რომ ეს გრძელი, სათავგადასავლო პროცესი იქნება
ამჯერად გადავწყვიტეთ ჩვენი კამპანიის ახალ ეტაპზე გადასვლა მცენარეული სუშის როლების უფასო დეგუსტაციით აღგვენიშნა. ჩვენ ჩავატარეთ ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ როგორც აღმოჩნდა, სტუდენტებს ძალიან უნდათ მეტი ვეგანური ვარიანტის ქონა კაფეტერიის მენიუში: ჩვენ შევაგროვეთ ათობით ხელმოწერა პეტიციისთვის უნივერსიტეტების ადმინისტრაციისათვის. მოთხოვნის თანახმად, მენიუში უფრო მეტი მცენარეული საკვების ვარიანტები უნდა დამატებულიყო
დღეს გასაუბრებაზე Georgia Today-თან და გვკითხეს გზაზე არსებული დაბრკოლებების შესახებ, რაზედაც ვუპასუხეთ: „მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობს და სურს, რომ ეს კამპანია დაიწყოს მათ უნივერსიტეტში, დაგვიკავშირდნენ: თქვენი ჩართულობა არ იქნება დაკავშირებული რთულ დავალებასთან ან ხანგრძლივ პროცესთან. სამაგიეროდ, შეუცვლელად დაგვეხმარება კამპანიის წამოწყებაში, რასაც თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებთ. ყოველთვის ადვილი არ არის უნივერსიტეტთან ახლო კონტაქტი, განსაკუთრებით კი კაფეტერიის კუთხით. პროცესი რთულია, თუ არ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ერთი სტუდენტისგან მაინც, რადგან ცვლილებები, რასაც ჩვენ გვთავაზობთ, გარედან ვერ მოხერხდება – ეს უნდა იყოს შიდა ინიციატივა და “ვეგან ჯორჯია” სიამოვნებით დაეხმარება იდეას განხორციელებაში”
ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ გვაქვს უამრავი შესანიშნავი იდეა და ღონისძიება კამპანიის “მომავლის საკვები” ფარგლებში, ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს, რადგან თქვენი მცირედი დახმარებით ჩვენ მალე მოვიცავთ საქართველოს ყველა უნივერსიტეტს