არის თუ არა ყველაზე ჰუმანური ხორცი ადამიანის?
ნოემბერი 2, 2023
გამოცანა თუ საჩუქარი ? არა – ორივე!
Vegan Georgia-მ წელს ჰელოუინის განსაკუთრებული აქცია გამართა. ასეთი საკვების დეგუსტაცია აქამდე არასდროს გვქონია არც ჩვენ, და როგორც ჩანს, ის არც თბილისელებს და ტურისტებს გაუსინჯავთ აქამდე.
აქტივისტები ხალხს უფასოდ ურიგებდნენ სოიოს ღვეზელებს, რომლებიც მზადდებოდა ჩვენი შესანიშნავი გუნდის მიერ, მაგრამ… გამვლელებს ეუბნებოდნენ, რომ ეს არის ჩვენი თანამემამულე ტაივანელი მეგობრის ხორცი, რომელიც იყო თავდადებული აქტივისტი ცხოველთა განთავისუფლების საქმეში, მაგრამ შეექმნა პროსტატის პრობლემები და მოგვიანებით გარდაიცვალა. მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი ცხედარი ადამიანებისთვის გადაეცა სიკვდილის შემდეგ, რათა ხალხს ნაკლები ხორცი ეჭამა.
საზოგადოებას ასევე სთავაზობდნენ საკუთარი სხეულის ნაწილების გადაცემას ყველაზე ჰუმანური ვეგანური სამზარეულოსთვის და სახაზავითაც კიზომავდნენ, რათა ო შეფასებულიყო იმ ხორცის სავარაუდო მასა, რომელიც მათ შეეძლოთ დონაციისათვის გაეღოთ. რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს, ადამიანების უმეტესობა უარს ამბობდა ამ სახის შემოწირულობის გაღებაზე.
ღვეზელების თანმხლები ბროშურის ტექსტში ნათქვამია: „ყოველი ხორცი ოდესღაც პიროვნება იყო. შენ ახლა უკვე იცი”.
ზოგი ღვეზელებს აფურთხებდა, როდესაც „ინგრედიენტის“ შესახებ იგებდა ინფორმაციას, ზოგს არ სჯეროდა, რომ ეს ლეგალური იყო XXI საუკუნეში, მაგრამ საბედნიეროდ, ზოგიერთი მიხვდა, თუ რა ხდებოდა და იკითხა, წარმოვადგენთ თუ არა ვეგანურ ჯგუფს.
ეს გვაძლევს იმედს ვიფიქროთ, რომ სადღაც ღრმად, ყველას ესმის, რომ არ შეიძლება ხორცი იყოს ჰუმანური. პიროვნების თანხმობით გაცემა კი, ჩვენი სოციალური ექსპერიმენტის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა.
ფოტო: Alexander Roygas.